გაგეძელება რელიგიაზე…
23 Jul 2009 Leave a Comment
ეს კი ისევ ჩანახატია რელიგიის თემაზე. ბევრს არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ მას პოლიტიკაზე შეუძლია გავლენის მოხდენა. აჯობებს თუ მოუსმენთ ჩემს მომზადებულ მასალას. თემაზე ბასილ კობახიძე საუბრობს…
ასეთები ვერთ…
22 Jul 2009 3 Comments
არ ვიცი რას უნდა დავაბრალოთ ის, რომ დღეს კიდევ მრავლად არის ამა თუ იმ თემისადმი შიში…მაგალითად როცა საქმე რელიგიას ეხება, ყველა დუმს…ან ,,შინაურ პონტში” საუბრობენ…არავინ ახმოვანებს იმას, რომ ირბევა გამოფენები, სპეკტაკლები აღარ იდგმება თეატრში (რა თქმა უნდა რელიგიურ თემებზე). მე ვესაუბრე მხატვარს, გიორგი კევლიშვილს, რომელიც მომსწრე იყო იმ გამოფენის დარბევისა, სადაც წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი სტუდენტის უხამსი და საზოგადოებისთვის მიუღებელი ნამუშევარი. წაიკითხეთ მასალა რომელსაც ვდებ
გიორგი კევლიშვილი
სტუდენტური გამოფენაში, რომელიც დაარბიეს, მე მონაწილეობა არ მიმიღია. მხოლოდ მას შემდეგ ჩავერთე პროცესში, როდესაც სტუდენტებმა დამირეკეს და მომხრდარის შესახებ მაცნობეს. საქმე ეხებოდა ერთ-ერთი სტუდენტის ნამუშევრის ჩამოხევას. ეს არის კომპოზიცია, რომლიც ორ ნაწილად იყოფა, ერთ-ერთ ნაწილზე, მარჯვნივ, მამაკაცია ერეგირებული ფალუსით გამოსახული, რომელსაც თავზე ჰქონდა ეკლის გვირგვინი ჰქონდა.

ინცინდენტის შემდეგ თვითონ სტუდენტებმა მიმართეს აკადემიის ადმინისტრაციას და ომბუცმენს. მოითხოვეს ამ შემთხვევაზე რეაგირება. ჩვენც მივმართეთ, ასევე, ადმინისტრაციას, რომ ეს შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩენილიყო, ვინაიდან ჩვენც ვგეგმავდით გამოფენას. ჩვენს გამოფენაზეც შეიძლება განმეორებულიყო მსგავსი ინცინდენტი, საჭირო იყო ზომების მიღება, დავუშვათ დაცვის დასწრება გამოფენაზე, ამ ინცინდენტში მონაწილე სტუდენტებისათვის პასუხის მოთხოვნა, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, რაც განაპირობებს ზოგადად ასეთი ინცინდენტების სიმრევლეს ბოლო დროს ჩვენში არის ის, რომ არავინ არ დასჯილა ამ ქმედების გამო, და ეს ერთგვარად კარგ ტონადაც კი ითვლება, თითქოს მართლმადიდებლობას იცავ. ეს იმათ რომ ჰკითხო, თუმცა ცხადია არც სახელმწიფოს და არც რელიგიის ინტერესებში არ შედის ძალადობა, არანაირი ფორმით. More
მოერიდეთ უსაფუძვლო ღელვას, არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას…
12 Jul 2009 2 Comments
მომინდა გავფრენილიყავი…
რამდენიმე წამის შემდეგ საქართველოსგან ძალიან შორს…
სადმე უცხო ქვეყანაში აღმოვჩენილიყავი…რატომ? არა იმიტომ , რომ საქართველო მომბეზრდა და აქ აუტანელი ცხოვრებაა. არა….მხოლოდ იმიტომ, რომ… 
წარმოიდგინეთ რა სასიამოვნოა ათობით ადამიანი (ახლობლები, მერგობრები, ნათესავები) შეკრებილი შენს გასაცილებლად. ყველა გეფერება, გიღიმის, დაკვირვებული თვალები წყლიან გამოხედვასაც მიაკარებს გულის სიღრმეს. და ამ დროს ხვდები, რომ ადამიანებს ენანები, არ ემეტები წასასვლელად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უყვარხარ… ამისთვის ნამდვილად ღირს რომ წახვიდე, თუნდაც იმიტომ, რომ ,,მივდივარ რადგან კვლავ მინდა რომ ვიყოთ ერთად, გშორდები რადგან მომენატრა შეხვედრა შენთან”. მოგენატრება ყველაფერი, წვიმიანი ღამე შენს გაცილებას რომ ეძღვნებოდა, მლაშე ცრემლებიც მოგენატრრება და თვალებიც, რომელსაც სულ გინდა რომ დაუსრულებლად უყურო, ტუჩებიც სულ რომ კოცნა გინდა…ეს მონატრებაც მოგენატრება. საოცარია არა, საოცარია მონატრება.
ვიცი გაგიჭირდება განშორება, მაგრამ კვლავ შეხვედრის სიამოვნება რომ იგრძნო, ასეა საჭირო. რაღაცას უძლებ, რაღაცას ელევი. არაუშავს- ეს ხომ დროებითია. თან ისიც ხომ გაიგე რამდენ ადამიანს უყვარხარ..
- და ამას გაგება სჭირდებოდა?
მაგრამ გულში მაინც ფიქრობ: რომ წავიდე და ჩემზე ფიქრები თვითმფრინვის აფრენასთან ერთად ცაში მიმოიფანტოს?
_ არა, რატომ?
_ მართალს ვამბობ…
_ მე ეს არ მჯერა და არც შენი ნათქვამი სიტყვაა სანდო…გახსოვს რომ ამბობდი არ მჯერა სიყვარულისო? რომ მეუბნები არ ფიქრობ იმას რომ მიყვარხარ???? ძლივს გიპოვე და როგორ დაგკარგო? თუმცა მართლა ხარ ღირსი იმისა კაცმა დაგტოვოს ამას რომ ამბობ…მაგრამ ამდენი ძებნით დაღლილმა, ძლივს გიპოვე და როგორ დაგკარგო?
და საერთოდ , აი ნახავ რომ წავალ როგორ მოგენატრები…
იცი რა მინდა ვნახო? როგორ ტირი როცა გენატრები. და იცი რატომ მინდა ვნახო? შევადარო იქნებ მე უფრო მაგრად მენატრები…
მოერიდეთ უსაფუძვლო ღელვას, არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას…