ასეთები ვერთ…
22 Jul 2009 3 Comments
არ ვიცი რას უნდა დავაბრალოთ ის, რომ დღეს კიდევ მრავლად არის ამა თუ იმ თემისადმი შიში…მაგალითად როცა საქმე რელიგიას ეხება, ყველა დუმს…ან ,,შინაურ პონტში” საუბრობენ…არავინ ახმოვანებს იმას, რომ ირბევა გამოფენები, სპეკტაკლები აღარ იდგმება თეატრში (რა თქმა უნდა რელიგიურ თემებზე). მე ვესაუბრე მხატვარს, გიორგი კევლიშვილს, რომელიც მომსწრე იყო იმ გამოფენის დარბევისა, სადაც წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი სტუდენტის უხამსი და საზოგადოებისთვის მიუღებელი ნამუშევარი. წაიკითხეთ მასალა რომელსაც ვდებ
გიორგი კევლიშვილი
სტუდენტური გამოფენაში, რომელიც დაარბიეს, მე მონაწილეობა არ მიმიღია. მხოლოდ მას შემდეგ ჩავერთე პროცესში, როდესაც სტუდენტებმა დამირეკეს და მომხრდარის შესახებ მაცნობეს. საქმე ეხებოდა ერთ-ერთი სტუდენტის ნამუშევრის ჩამოხევას. ეს არის კომპოზიცია, რომლიც ორ ნაწილად იყოფა, ერთ-ერთ ნაწილზე, მარჯვნივ, მამაკაცია ერეგირებული ფალუსით გამოსახული, რომელსაც თავზე ჰქონდა ეკლის გვირგვინი ჰქონდა.

ინცინდენტის შემდეგ თვითონ სტუდენტებმა მიმართეს აკადემიის ადმინისტრაციას და ომბუცმენს. მოითხოვეს ამ შემთხვევაზე რეაგირება. ჩვენც მივმართეთ, ასევე, ადმინისტრაციას, რომ ეს შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩენილიყო, ვინაიდან ჩვენც ვგეგმავდით გამოფენას. ჩვენს გამოფენაზეც შეიძლება განმეორებულიყო მსგავსი ინცინდენტი, საჭირო იყო ზომების მიღება, დავუშვათ დაცვის დასწრება გამოფენაზე, ამ ინცინდენტში მონაწილე სტუდენტებისათვის პასუხის მოთხოვნა, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, რაც განაპირობებს ზოგადად ასეთი ინცინდენტების სიმრევლეს ბოლო დროს ჩვენში არის ის, რომ არავინ არ დასჯილა ამ ქმედების გამო, და ეს ერთგვარად კარგ ტონადაც კი ითვლება, თითქოს მართლმადიდებლობას იცავ. ეს იმათ რომ ჰკითხო, თუმცა ცხადია არც სახელმწიფოს და არც რელიგიის ინტერესებში არ შედის ძალადობა, არანაირი ფორმით.
ჩემს გამოფენაზე, სადაც ჩემი სტუდენტების სადიპლომო ნამუშევრები იყო გამოფენილი, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო სკანდალური პოტენციალის შემცველი იყო, ვიდრე ის შემთხვევა, როდესაც ჩამოხიეს ნამუშევარი, მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ აწვდიამას მაყურებელს, ან თვითონ როგორ გაქვს პოზიცია ჩამოყალიბებული, როგორი პასუხები შეგიძლია გასცე კითხვებზე. როდესაც საზოგადოება ხედავს რომ ნამუშევრების უკან დგას ადამიანი პოზიციით და მზად არის დისკუსიისთვის და შეუძლია საკუთარი პოზიციის დასაცვა, სხვების დამოკიდებულებაც იცვლება. გარკვეულწილად ასეთი შემთხვევების არსებობა თვითონ მხატვრების ბრალიც არის. მათ უნდა განსაზღვრეონ როგორ მიეწოდეოს ესეთი ნამუშევრები საზოგადოებას, მეორეს მხრივ, არ შეიძლება იმის მომიზეზებით, რომ ხალხი მზად არ არის ჩვენ არ ვაკეთოთ ის, რაც მნიშვნელოვნად და აქტუალურად მიგვაჩნია. არ ვეცადოთ ამ საკითხებზე დისკუსიის გამართვას. პრობლემა არ არის იმაში რომ ხალხი მზად არ არის. ჩვენ გვესმის ეს, მაგრამ გვინდა რომ საზოგადოებაში იყოს დისკუსია, დებატები, საუბრები, თუნდაც ძალიან მწვავე პოლემიკა. ერთადერთი რაც ჩვენთვის მიუღებელია და რისი წინააღმდეგებიც ჩვენ ვართ, არის ამ აგრესიის ფიზიკური გამოხატვა, ძალადობა მხატვრის ან ნამუშევრის მიმართ. ნამუშევარს დახევენ თუ მხატვარს დუბინკას ჩაარტყამენ თავში ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამიტომ საკითხი ამგვარად უნდა დავსვათ, ნამუშევრების მისაღებად კი არა, არის თუ არა ხალხი მზად თავი შეიკავოს ძალადობისაგან და კითხვა პასუხის რეჟიმში წარმართოს მუშაობა. ის მანუშევარი, რომელიც ჩამოხიეს, ჩემი სტუდენტის რომ ყოფილიყო, გამოფენაზე ვერ მოხვდებოდა, თუმცა არა მწვავე შინაარსის გამო, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ავტორს არ ჰქონდა სწორი პოზიცია, არ იყო მომზადებული იმისათვის რომ ეს ნამუშევარი წარმოედგინა და დასმულ შეკითხვებზე ეპასუხა. სახელოსნო იმიტომ არსებობს აკადემიაში, რომ პედაგოგმა მოამზადოს სტუდენტი საჯარო სივრცეში გამოსასვლელად. როდესაც მხატვარს უკვე საჯარო სივრცეში გამოაქვს ნამუშევარი, მას ყველა შესაძლო შეკითხვაზე წინასწარ უნდა ჰქონდეს პასუხი. მე ვლაპარაკობ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მხატვრობაზე. შესაძლოა შენი აზრი მიუღებელი იყოს სხვისთვის. მაგრამ ამ აზრის ფორმულირების მცდელობა მაინც უნდა გქონდეს. ამ გამოფენაზე რომ ყოფილიყო ცივილიზებული დისკუსია, მე ვიქნებოდი ამ ადამიანის, სტუდენტის, რომელმაც ეს ნამუშევარი შექმნა, ოპონენტთა რიგებში და მე შევეცდებოდი დამესაბუთებინა, რომ ეს არ არის მხატვრული პოზიცია, რომ ეს არ არის სწორი დამოკიდებულება საგნისადმი. მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ ადამიანს ნამუშევრები ჩამოუხიეს და მე მის დამცველთა მხარეს. რაც არ უნდა ჩამოუყალიბებელი პოზიცია ჰქონდეს ადამიანს და მისი აზრი სულელურად ჟღერდეს, მას უფლება აქვს რომ თავში არ ურტყამდნენ ამის გამო.
ყველა მხარტვარს მსგავსი ნამუშევრებით სხვადასხვა სათქმელი აქვს. ეს შეიძლება იყოს საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე დიალოგის პროვოცირება. მაგალითისთვის შემოძლია მოვიყვანო 2005 წელის ყველაზე გახმაურებული გამოფენა, რომლის ანალიზსაც ომბუცმენის, სოზარ სუბარის მოხსენებაში პირველი სამი გვერდი დაეთმო. ჩემი სტუდენტის თორნიკე ჭაფოძის ნამუშევარი, პერფორმანსი მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. ამ ნამუშევრების ამოცანა იყო პასუხი სწორედ იმ აგრესიაზე, იმ შეუწყნერებლობაზე, რომელიც ქუჩაში ხედობდა. ეს ის პერიოდია, როდესაც სხვა რელიგიის მიმდევრებს ქუჩაში დასდევდნენ, ჯვრებს ურტყამდნენ თავში, ეკლესიებსა და მათ შეკრებებს არბევდნენ. ეს გამოფენა სწორედ ამ დისკუიის საგამოფენო სივრცეში გადატანის მცდელობა იყო. რამდენად გამართლებულია ასეთი ქმედება? ის რომ გამოფენაზე მხატვარმა სიმბოლურად სახარებიდან ფურცელი ამოხია და ამით გამოსცადა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა, სწორედ იმ შეკითხვის დასმას ემსახურებოდა, რომ ჩვენ გვწყინ როდესაც ჩვენი წმინდა წიგნიდან, სახარებიდან, ფურცელს ხევენ, მაგრამ რას იტყვით იმის თაობაზე, როდესაც თვიოთონვე ვხევთ იაღოველების ლიტერატურას, ეს რატომ არის გამართლებული? რეალურად ასეთი ვითარება იყო, თუ სახარებიდან ვინმე ფურცელს ამოხევს, ის ქვეყნის მტერია, როდესაც ჩვენ ტ სხვა რელიგიის მიმდევრების ტონობით ლიტერატურას ვანადგურებთ, პატრიოტულ საქმიანობად გვეთვლება. ეს ამაზრზენი დამოკიდებულება იყო და ზოგადად ასეთმა დამოკიდებულებამ მგონია, რომ სხვა ბევრ პრობლემას დაუდო სათავე. ,,იქ სადაც წიგნებს ხევენ, მალე ადამიანებსაც დაწვავენო”. ეს არის მეოცე საუკუნის ყველაზე პრიმიტიული, ბანალური გამოცდილება. კონკრეტულად ჩემი სტუდენტების გამოფენაში სწორედ ეს მიზანი იყო. თუმცა იყო მაგალითად გელა ზაუტაშვილის გამოფენა, რომელიც დაარბიეს. ამ გამოფენამ გაღიზიანება იმის გამო გამოიწია, რომ ქალის სასქესო ორგანოები გამოსახული იყო დიდ ტილოზე და თან, სახელები ეწერა. მათ შორის ერთ-ერთი თამარ მეფის გახლდათ. კონკრეტულად ნამუშევრის ამ ეპიზოდმა დიდი აგრესია დაიმსახურა. ამ შემთხვევაში არ მგონია, რომ რაიმე რალიგიულ ან პატიოტულ თემაზე დისკუსიის პროვოცირება ყოფილიყო მხატვრის ძირითადი მიზანი, უბრალოდ მან გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება. იქ ძველი ინდუისტური ტექსტებიდან ქალის საშოსადმი მიძღვნილი ციტატები იყო მიწერილი, რომლის მიხედვითაც იგი საკრალურად აღიქმება, ასევე, ყურადღEბა გამახვილებული იყო ქალის სასქესო ორეგანოს, როგორც ნაყოფიერების და პროდუქტიულობის სომბოლოს საკრალიზაციაზე. გამოფენის მიზანი სოციალურ პოლემიკის გამართვა არ იყო, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ თამარ მეფე მოხვდა ამ ტილოზე გააღიზიანა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები. ასე რომ მხატვრებს სხვადასხვა მიზანი აქვთ და არ არსებობოს შეთქმულება მათ შორის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, რომ შეიქმნას ნამუშევრები რომლებიც რელიგიას დაუპირისპირდება. მხატვარს რას მიზანიც არ უნდა ჰქონდეს, საზოგადოების ნაწილის მხრიდან რეაქციას ყოველთვის ერთი მოტივაცია აქვს: ვიღაცა შეეხო მათთვის საკრალურს, მაგალითად ქრისტიანულ კულტურაში ქალის სასქესო ორგანოსადმი და თუნდაც სექსისადმი დამოკიდებულება განსხვავდება ინდურ კულტურაში არსებული დამოკიდებულებისაგან. ის რაც იქ საკრალურია, ჩვენთან მკრეხელობად ითვლება. თუმცა მხატვარს აქვს უფლება სხვა კულტურის პრიზმაშიც შეხედოს საგანს. ამ გამოფენაზე არ ყოფილა არაფრის მტკიცება, უბრალოდ იყო რელობისადმი განსხვავებუილი ფოკუსი. ხოლო საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა რეალობაში ცხოვრობს ის. საგნის გაგება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი მას ყველა კუთხიდან შეხედავ, შეხედავ ყველა შესაძლო რაკურსიდან. იმის გაცნობიერებამ, რომ რაც ჩვენში მკრეხელობად ითვლება სხვა კულტურაში თურმე საკრალურია, გაღიზიანება არ უნდა გამოიწვიოს საზოგადოებაში. შესაძლოა გაიმართოს დისკუსია იმის თაობაზე საკრალურია ეს თუ მკრეხელობა, მაგრამ, გამოფენის ჩაშლა, მითუმეტეს როდესაც ის კერძო საკუთრებაში იმართება, მივარდნა და დარბევა და მერე საერთოდ არავითარი პასუხის მოთხოვნა მათგან, მეტყველებს იმაზე,რომ საზოგადოება კი არ არის მოუმზადებელი, სახელმწიფო არ არის მზად რომ მსგავსი გამოხტომებისაგან დაიცვას საზოგადოება.
ამ გამოფენიდან ორი კვირის შემდგე ჩემი გამოფენა იყო დაგეგმილი, ჩვენ მოვითხოვეთ გამოფენის გადადება იმ დრომდე, სანამ ინცინდენტში მონაწილე სტუდენტებს პასუხი არ მოეთხოვებოდათ, თუმცა აქ არ იყო ლაპარაკი დასჯაზე, საკმარისი იქნებიოდა აკადემიის ადმინისტრაციას ტექსტით მიემერთა დამნაშავე სტუდენტებისათვის . აკადემიას ეს არ გაუკეთებია. ამასთან ჩვენ მოვითხოვეთ რომ აკადემიას უზრუნველეყო უსაფრთხოების ზომების დაცვა, რათა გამოფენაზე კვლავ არ მომხდარიყო ინცინდენტი. ეს რომ გაიგეს ჩათვალეს, რომ ჩვენ მორიგი სკანდალის მოსაწყობად ვემზადებობით და საკმაოდ შეშინდნენ. მიიღეს გადაწყვეტილება გამოფენის აკრძალვის შესახებ. თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეში იურისტები ჩაერივნენ, საბჭომ თავის დაზღვევის მიზნით შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო – მათ მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს გამოფენის ჩატარება და რეკომენდაცია მოგვცეს უარი გვეთქვა ჩატარებაზე, თუმცა ეს აკრძალვას არ ნიშნავდა. თუკი რაიმე ინცინდენტი მოხდებოდა, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებოდა აკადემიის საბჭო. საშიშროება რომ ის სტუდენტები, რომლებმაც ერთხელ უკვე დაარბიეს გამოფენა კვლავ შეეცდებოდნენ ამ საქციელის გამეორებას იყო და ამისთვის ემზადებოდნენ კიდეც. მაგრამ მას შემდეგ რაც ჩვენ უსაფრთხოების ნორმების დაცვა მოვითხოვეთ აკადემიისგან, სტუდენტები არ მოსულან. თუმცა მე მაქვს ერთ-ერთი ვერსია, რომ აკადემიის რექტორატმა ეს სტუდენტები გააფრთხილა და ურჩია გამოფენაზე არ მოსულიყვნენ. ყველაზე დიდი საშიშროება, რის გამოც შესაძლოა დარბევა განმეორებულიყო იყო ის, რომ ერთ-ერთმა სტუდენტმა სოლიდარობის ნიშნად წინა გამოფენიდან ჩამოხეული ნამუშევარი წარადგინა. მან ამ სოლიდარობის ჟესტში მოითხოვა აკადემიის დიპლომი. იყო სხვა სტუდენტის, ქეთი ლოგუას,ნამუშევარიც, რომელმაც წარმოადგინა სექს დოლი იგივე გასაბერი ქალი მლოცველის პოზაში.
ჩემი აზრით ეს ნამუშევარი გახსნილია ინტერპრეტაციისთვის, სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვანაირად შეაფასა. ზოგი ამბობდა, რომ რელიგიური ეგზალტაციის ამ ფორმით გამნოხატვა არის ჩვეულებრვი მოვნენა … ზოგმა ჩათვალა, რომ ეს ნამუშევარი ჩვენს რწმენაზე მიუთითებდა, რომ ის არის სწორედ ისე გაბერილი და ჰაერით სავეს, როგორც თვითონ ეს ეს მინიატურა. თუმცა ნებისმიერი ინტერპრეტაცია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისთვის გამაღიზიანებელი იქნებოდა, რადან მლოცველის მდგომარეობა იყო გამოყენებული.
იმ ადამიანების, ვინ მსგავს დარბევებში მონაწილეობს, მოტივაცია მესმის.ისინი თვლიან, რომ ვიღაცა შეეხო მათთვის ყველაზე წმინდას, საკრალურს. მაგალითად ეკლის გვირგვინი ქრისტეს ვნებების სიმბოლიკასთან ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული და პრინციპში ამის სხვაგვარად ინტერპრეტირებაც შეუძლებალია. ძალიან ცხადი სიმბოლიკა იყო და ცხადია გაღიზიანება გამოიწვია. ამას იღებენ პირად შეურაცხყოფად.
Jul 22, 2009 @ 19:41:28
საინტერესო იყო
მკრეხელობა მკრეხელობაა, მაგრამ ნამდვილად არ უნდა არბევდნენ მსგავს გამოფენებს. ხელოვანებს ყველაფრის უფლება აქვთ და ძალით არავინ არაფერს გვახვევს თავზე. მე პირადად არ მომწონს ეს მლოცველი გასაბერი ქალი, მაგრამ სხვას მოსწონს და ხელოვნებად მიაჩნია. თუ დემოკრატიაა, დემოკრატია იყოს!
Jul 22, 2009 @ 20:35:40
მეც მაგის თქმა მინდა…ჩემი პირადი შეხედულება სხვას არ ეკუთვნის და ამის გამო არავინ უნდა მირტყამდეს, თუნდაც არ მეთანხმებოდნენ…ახლა პირველ პირში დავწერე, თორემ ისე ყველას ეხება მემგონი
Mar 06, 2010 @ 08:17:34
გელა ამ გამოფენას ყოველთვის დიდი ირონიით იხსნებებს ხოლმე. ეს მართლმადიდებელ მკრეხელთა კავშირი კი რეგვენების ბუდეა.