გაცნობა
15 Nov 2009 3 Comments
ყოველგვარი შესავლის გარეშე… ეს მე ვარ
თქვენც იპოვეთ საკუთარი თავი……
გამარჯობა,
მე ეს წყალი უკვე გავტოპე,
და აღარაფრის აღარ მჯერა:
არც სიყვარულის,
არც ჭაბუკური გულჩვილობის,
არც სიწმინდისა,
ყბაში მოქნეულ მუშტის მჯერა,
კბილის ტკივილის,
ცხედრის, რომელიც საბოლოოდ
ძლივს იმად იქცა,
რაც ნაღდად იყო.
სადაც წავედი, ყველგან მგლები შემომყმუიან,
მე ვდგავარ და მთვარეს შევყმუი,
მაგრამ არა – როგორც გიჟი შეყვარებული,
არამედ მგელი:
მშიერი და კბილმტკივანი,
მიუსაფარი,
მუხლამდე თოვლის გამკვალავი
ტყიდან სოფლამდი.
გამარჯობა,
ახლა უკვე დავიყვავილე,
ყველა მდინარე გადავტოპე,
ყველა ქარს გავყევ,
ათივე მცნება დავარღვიე,
ვიდრე ბოლოს, ძლივსძლივობით
იმად არ ვიქეც,
რაც ნაღდად ვიყავ:
ბედნიერი მიცვალებული _
სიყვარული აღარ სჭირდება,
შიშველი თიხა:
პრეზერვატივს ვერაფერში გამოიყენებს,
მიწის გარდა, ვეღარავის შეეწებება.
ვინც შენ გინდა, ის გამაცანი:
ნარჩევ-ნარჩევი სატრფოებიც წარმომიდგინე,
სიყვარულის ბოლო ერთია,
უკმარია,
ვიღაცაში უნდა შეთავდეს…
გიორგი ლობჟანიძე
მე-ც
05 Nov 2009 Leave a Comment
მე ფეტვი ხომ არ მირევია… ავდექი და მეც შევავსე… თუკი ყველამ შეავსო facebook-ზე ამ პატარა ქვიზის მსგავსი..აი რა გამოვიდა
მიყვარს –საკუთარი თავი და ნაყინი
ვოცნებობ – საჰაერო ბუშტით აფრენაზე (ამჟამად ვოცნებობ)
ვფიქრობ – რატომ არ მაქვს გრძელი და თლილი თითები
კმაყოფილი ვარ – საკუთარი თმის ხარისხით და თვალის ფერით
მძულს – რძე და ტყულები
ვნანობ – ჩემს ძმას შეყვარებულის დაბადების დღის საჩუქრისთვის ფული რომ ,,ვასესხე”და მერე უკან გამოვართვი
მენატრება – ბიძა და ნუშის მოპარვა მეზობლის ვენახიდან
მსურს – ზაგარის მიღება ჩემი სოფლის სახლის სახურავზე
მაღიზიანებს – დასაბანი თავით რომ დადიან
ვგრძნობ – რომ დიდი გული მაქვს და ყველას სიყვარულს იტევს 
მეშინია – სიბნელის და სიბერის
ვიცი – ფორტეპიანო და უამრავი ლექსი
არ ვიცი – გერმანული და საჭმელების კეთება
შემიძლია – კოცნა
არ შემიძლია – ლამაზად მაკიაჟის გაკეთება
ვმეგობრობ –მათთან, ვისი დანახვაც თვალებში სიხარულის ნაპერწკალს მიჩენს
ვაპატიებ – მას ვინც ნანობს
ვტირი – როცა თავს მარტოდ ვგრძნობ ან დედაჩემს რომ ვაწყენინებ
ვიცინი – მარადიულად და ვილამაზევ ყოველ წამს
ვეძებ – რაინდს, არა თეთრცხენიანს…ისე უბრალოს
ღირსი ვარ – სამოთხის
ვკარგავ – სიცოცხლის 60 წამს, როდესაც თვალებს ვხუჭავ
მშურს – განათლებულების
ვემალები – საკუთარ თავს, როცა მცხვენია
ვემტერები –,, ცუანა” ჭიებს (არის ასეთი სახეობაც )
მაინტერესებს – რატომ არ შეიძლება ადამინმა ეშმაკს მიჰყიდოს სული More