მე-ც

მე ფეტვი ხომ არ მირევია… ავდექი და მეც შევავსე… თუკი ყველამ შეავსო facebook-ზე ამ პატარა ქვიზის მსგავსი..აი რა გამოვიდა :)

მიყვარს –საკუთარი თავი და ნაყინი :)

ვოცნებობ – საჰაერო ბუშტით აფრენაზე (ამჟამად ვოცნებობ)

ვფიქრობ – რატომ არ მაქვს გრძელი და თლილი თითები :(

კმაყოფილი ვარ – საკუთარი თმის ხარისხით და თვალის ფერით

მძულს – რძე და ტყულები

ვნანობ – ჩემს ძმას შეყვარებულის დაბადების დღის საჩუქრისთვის ფული რომ ,,ვასესხე”და მერე უკან გამოვართვი

მენატრება – ბიძა და ნუშის მოპარვა მეზობლის ვენახიდან :)

მსურს – ზაგარის მიღება ჩემი სოფლის სახლის სახურავზე

მაღიზიანებს – დასაბანი თავით რომ დადიან

ვგრძნობ – რომ დიდი გული მაქვს და ყველას სიყვარულს იტევს CB030097

მეშინია – სიბნელის და სიბერის

ვიცი – ფორტეპიანო და უამრავი ლექსი

არ ვიცი – გერმანული და საჭმელების კეთება

შემიძლია – კოცნა

არ შემიძლია – ლამაზად მაკიაჟის გაკეთება

ვმეგობრობ –მათთან, ვისი დანახვაც თვალებში სიხარულის ნაპერწკალს მიჩენს

ვაპატიებ – მას ვინც ნანობს

ვტირი – როცა თავს მარტოდ ვგრძნობ ან დედაჩემს რომ ვაწყენინებ

ვიცინი – მარადიულად და ვილამაზევ ყოველ წამს

ვეძებ – რაინდს, არა თეთრცხენიანს…ისე უბრალოს

ღირსი ვარ – სამოთხის

ვკარგავ – სიცოცხლის 60 წამს, როდესაც თვალებს ვხუჭავ

მშურს – განათლებულების

ვემალები – საკუთარ თავს, როცა მცხვენია

ვემტერები –,, ცუანა” ჭიებს (არის ასეთი სახეობაც )

მაინტერესებს – რატომ არ შეიძლება ადამინმა ეშმაკს მიჰყიდოს სული

არ მაინტერესებს – სხვისი პირადი ცხოვრება, ჩემიც თავზე საყრელად მაქვს (უფრო სწორად, აღარ მაინტერესებს)

მახსოვს – პირველი სიყვარული

მრცხვენია – საშინლად რომ დავთვერი :(

უარვყოფ – რომ ქალები მამაკაცის ნეკნისგან ვართ…უბრალოდ არ მინდა ვიყოთ :D

ავადვმყოფობ – თითქმის არასდროს

ვმალავ – breast-ს, თუკი ყურადღებას აშკარად ამახვილებენ მასზე :D

ვინახავ – ავტობუსის ჯარიმის ქვითარს

მწამს – მეგობრობის

მიკვირს – უემოციო ადამინების

მიხარია – რომ ვარსებობ და ვაშლი არ ვარ:)

ვჭორაობ – საკუთარ პირად ცხოვრებაზე

ვდარდობ – თუკი ვინმეს ვაწყენინებ…ვერ ვისვენებ ხოლმე

ვამაყობ – რომ მაგდა მქვია და თეთრი კბილები მაქვს :)

ვაკეთებ – იმ საქმეს რაც მიყვარს

ვეფერები – ეგ რთული საკითხია, საერთოდ მოფერება მიყვარს და შესაბამისად, ვეფერები მათ, ვინც მიყვარს :) Barak_Balsam_Caress

მსიამოვნებს – ყურადღება და თმაზე ფერება

მესიზმრება – ყოველ ღამე ფერადი სიზმრები, ძირითადად ის ადამინები ვისზეც ძილის წინ ვფიქრობ

ვეწევი -ჯანსაღ, ჟურნალისტურ ცხოვრებას

მწყინს – როცა ჩემი არ ესმით

ვხარჯავ – ენერგიას , ღიმილს და სითბოს…თუმცა მზე ხომ არა ვარ, დავხარჯო და არასოდეს გავცივდე მაინც……

ვღალატობ – არასოდეს

ვკამათობ – ჯანსაღად, არგუმენტირებულად

ვუხეშობ – როცა თავს მაბეზრებენ

ვუსმენ – შოპენს

და ვუყურებ – მულტფილმებს

ვყოყმანობ – სახლში ავტობუსით წამოვიდე თუ მარშუტკით :D

ვკითხულობ – ყოველ დღე უამრავ ლექსს, და ამჯერად პლატონის დიალოგებს :)

ვამზადებ – მეზობლის ბავშვს ინგლისურში

ვკლავ – ბუზებს

ვაფუჭებ – საჭმელს, თუ მე მანდობენ შეკმაზვას :D

ვცხოვრობ – სახლში და სიყვარულით

ვცემ – ძმას ჩუსტით თუ მაბრაზებს

ვყვირი – ხმის ჩახლეჩვამდე

ვმღერი – მარადიულად

ვასრულებ – დაისს ხუთიანზე

დავდივარ – ფეხით და ამაყად

ვმკურნალობ – თუ კარგია შენ იმკურნალე :D

ვერიდები – ციგნებს

ვთამაშობ – იშვიათად მოწყენილი ადამიანის როლს

ვიტყუები – ვინ გაცდის ტყუილს, ეგრევე ვწითლდები

31819-Clipart-Illustration-Of-A-Pretty-Black-Haired-Girl-With-Blushed-Cheeks-On-A-Pink-Flower-Or-Bonnet-Background-With-A-Bow

ვეთაყვანები – მე?????? არავის

ვგიჟდები – შევგვრემან ბიჭებზე

ვაგროვებ – მეგობრების, და ადამიანების სიყვარულს

ვიხდი – აბაზანაში შესვლის დროს :D

ვეჭვიანობ –ოოოოოოოოოოო, ვინ მიყვარს იმაზე

ვკაიფობ – ლელა და ეთერ….(გვარს არ დავასახელებ:D)

ვიზიდავ – ჩემს თანასოფლელ და საერთოდ, სოფლელ ბიჭებს

ვილამაზებ – თავს, რომ სხვას გავულამაზო დღე. შენ ის იკითხე თუ გამომდის :)

ვტაგავ – აქეთ დაგვთაგონ :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.