ზიუსკინდი წერს, ტიკვერი გვიჩვენებს!
27 Dec 2009 6 Comments
ულამაზესია რიჟა გოგო… შემეცოდა, მაგრამ მისი სიცოცხლე იდეას ეწინააღმდეგებოდა. მიზანდამსახველი ფილმია, მაგრამ უფრო სხვა რეალობაა.
გარყვნილება კი არა ხელოვნებააააა…. გავგიჟდი, გადავირიე,…ყოველდღე ვუყურებ და არ მბეზრდება… საოცრებაა… არაჩვეულებრივი ეკრანიზაცია. საინტერესო პირველი წამიდან ბოლო წამამდე…
ფილმი საინტერესოა, თუმცა წიგნი მაინც სულ სხვა განცდაა…
რამ გადაგრიათ, ამაზე უკეთესი სხვაც ბევრი ფილმი არსებობს
შედევრია! ასეთი ჯერ არ გადაღებულა!
მსგავი კომენტარებით თუ შენიშვნებით უხვადაა გაჯერებული საქართველოში არსებული ინტერნეტ ფორუმები, რომელზეც საუბარი პატრიკ ზიუსკინდის წიგნის, ,,სუნამოს” და მისი ეკრანიზაციის, ტომ ტიკვერის 2006 წლის ფილმის, ,,პარფიუმერის” შესახებ მიმდინარეობს. ფილმმა გამოსვლისთანავე მიაჯაჭვა მაყურებელი ეკრანს, თუმცა უფრო ადრე საქართველოში ზიუსკინდის სუნამო წლის ,,ბესტ სელერად” აღიარეს. ცოტას წიგნის შესახებ გიამბობთ და აღვნიშნავ, რომ თითქმის იდენტურია ფილმის სცენარი. მოქმედება მე-18 საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. ჟან ბატისტ გრენუი, რომელსაც სურნელის ამოცნობის გენიალური ნიჭი აქვს, მსოფლიოში საუკეთესო სუნამოებს ქმნის. განსაკუთრებით კი, მსოფლიოში უკონკურენტო სუნამოებს. მისი მიზანდასახულობა მიმართულია ისეთი სუნამოს შექმნაზე, რომელსაც შეუცნობადი სურნელი ექნება და ამავდროულად ადამიანის მოჯადოებას შეძლებს. გრენუის გამოგონების პარალელურად ქალაქში თორმეტ მოკლულ გოგონას პოულობენ. მკვლელობებს ერთი ხელწერა აქვთ.
მაშინ როდესაც წიგნის წაკითხვა გადავწყვიტე იმასაც დავთანხმდი, რომ წინგნში ასახული სამყაროთი მეცხოვრა მის დასრულებამდე. შევქნმენი საკუთარი ჟან ბატისტ გრენუი, საშუალო სიმაღლის, მუქი თმით და აუცილებლად მუქი ფერის თვალებით, საოცარი თითების მოყვანილობით, რომლითაც სამყაროს სუნს ცვლიდა და ახალს ქმნიდა. ვპატიობდი თითოეული თითოეული მოკლული გოგონას მაგივრად. არა იმიტომ, რომ გრენუი შემიყვარდა, არამედ იმიტომ რომ ვაცდიდი მას როდის მომცემდა საშუალებას მის მიერ შექმნილი საოცრებით მეც დავმტკბარიყავი. ვფიქრობდი, რომ სწორედ მიღწეული შედეგით შეძლებდა ეპოვა საკუთარი მე, რომლის არსებობასაც ვერც თავად გრძნობდა და ვერ მე შევძელი დამენახა. იგი დაიბადა ყველასგან გამორჩეული, უსუნო ყვავილივით. გარშემომყოფები შეაშფოთა იმან, რომ გრენუის ადამიანისათვის დამახასიათებელი სურნელი არ ჰქონდა (სწორედ ამიტომ თქვა მისმა გამზრდელმა მის მოვლაზე უარი და გაყიდა). ამიტომ მთავარ პერსონაჟს ცხოვრების მანძილზე უნდა დაებრუნებინა დაბადებისას დაკარგული სუნი, საკუთარი პიროვნება, და ამას ვერ შეძლებდა ისევ ადამიანთა დახმარების გარეშე. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ნაწარმოებში ( და ფილმშიც) სუნამოს გრენუი ადამინთა სხეულიდან გამოწოვილი არომატით ამზადებს. ადამიანის სურნელი იმისთის, რომ მეორე ადამიანმა საკუთარი სუნი შექმნას. წიგნში არაჩვეულებრივად არის ის ეპიზოდი აღწერილი, როდესაც გრენუი საკუთარი ხელით შექმნილ ,,ადამანიანის სუნს”( ასე დავარქვი მის სურნელოვან გამოგონებას) იპკურებს და ხალხში გამოდის. More
