ზიუსკინდი წერს, ტიკვერი გვიჩვენებს!

 ულამაზესია რიჟა გოგო… შემეცოდა, მაგრამ მისი სიცოცხლე იდეას ეწინააღმდეგებოდა. მიზანდამსახველი ფილმია, მაგრამ უფრო სხვა რეალობაა.

 გარყვნილება კი არა ხელოვნებააააა…. გავგიჟდი, გადავირიე,…ყოველდღე ვუყურებ და არ მბეზრდება… საოცრებაა…  არაჩვეულებრივი ეკრანიზაცია. საინტერესო პირველი წამიდან ბოლო წამამდე…

 ფილმი საინტერესოა, თუმცა წიგნი მაინც სულ სხვა განცდაა…

 რამ გადაგრიათ, ამაზე უკეთესი სხვაც ბევრი ფილმი არსებობს

 შედევრია! ასეთი ჯერ არ გადაღებულა!

მსგავი კომენტარებით თუ შენიშვნებით უხვადაა გაჯერებული საქართველოში არსებული ინტერნეტ ფორუმები, რომელზეც საუბარი პატრიკ ზიუსკინდის წიგნის, ,,სუნამოს” და მისი ეკრანიზაციის, ტომ ტიკვერის 2006 წლის ფილმის, ,,პარფიუმერის” შესახებ მიმდინარეობს. ფილმმა გამოსვლისთანავე მიაჯაჭვა მაყურებელი ეკრანს, თუმცა უფრო ადრე საქართველოში ზიუსკინდის სუნამო წლის ,,ბესტ სელერად” აღიარეს. ცოტას წიგნის შესახებ გიამბობთ და აღვნიშნავ, რომ თითქმის იდენტურია ფილმის სცენარი. მოქმედება მე-18 საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. ჟან ბატისტ გრენუი, რომელსაც სურნელის ამოცნობის გენიალური ნიჭი აქვს, მსოფლიოში საუკეთესო სუნამოებს ქმნის. განსაკუთრებით კი, მსოფლიოში უკონკურენტო სუნამოებს. მისი მიზანდასახულობა მიმართულია ისეთი სუნამოს შექმნაზე, რომელსაც შეუცნობადი სურნელი ექნება და ამავდროულად ადამიანის მოჯადოებას შეძლებს. გრენუის გამოგონების პარალელურად ქალაქში თორმეტ მოკლულ გოგონას პოულობენ. მკვლელობებს ერთი ხელწერა აქვთ.

მაშინ როდესაც წიგნის წაკითხვა გადავწყვიტე იმასაც დავთანხმდი, რომ წინგნში ასახული სამყაროთი მეცხოვრა მის დასრულებამდე. შევქნმენი საკუთარი ჟან ბატისტ გრენუი, საშუალო სიმაღლის, მუქი თმით და აუცილებლად მუქი ფერის თვალებით, საოცარი თითების მოყვანილობით, რომლითაც სამყაროს სუნს ცვლიდა და ახალს ქმნიდა. ვპატიობდი თითოეული თითოეული მოკლული გოგონას მაგივრად. არა იმიტომ, რომ გრენუი შემიყვარდა, არამედ იმიტომ რომ ვაცდიდი მას როდის მომცემდა საშუალებას მის მიერ შექმნილი საოცრებით მეც დავმტკბარიყავი. ვფიქრობდი, რომ სწორედ მიღწეული შედეგით შეძლებდა ეპოვა საკუთარი მე, რომლის არსებობასაც ვერც თავად გრძნობდა და ვერ მე შევძელი დამენახა. იგი დაიბადა ყველასგან გამორჩეული, უსუნო ყვავილივით. გარშემომყოფები შეაშფოთა იმან, რომ გრენუის ადამიანისათვის დამახასიათებელი სურნელი არ ჰქონდა (სწორედ ამიტომ თქვა მისმა გამზრდელმა მის მოვლაზე უარი და გაყიდა). ამიტომ მთავარ პერსონაჟს ცხოვრების მანძილზე უნდა დაებრუნებინა დაბადებისას დაკარგული სუნი, საკუთარი პიროვნება, და ამას ვერ შეძლებდა ისევ ადამიანთა დახმარების გარეშე. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ნაწარმოებში ( და ფილმშიც) სუნამოს გრენუი ადამინთა სხეულიდან გამოწოვილი არომატით ამზადებს. ადამიანის სურნელი იმისთის, რომ მეორე ადამიანმა საკუთარი სუნი შექმნას. წიგნში არაჩვეულებრივად არის ის ეპიზოდი აღწერილი, როდესაც გრენუი საკუთარი ხელით შექმნილ ,,ადამანიანის სუნს”( ასე დავარქვი მის სურნელოვან გამოგონებას) იპკურებს და ხალხში გამოდის.

მკითხველი ძალაუნებურად კვალდაკვალ მიყვები მის ნაბიჯებს და შენც ხედავ პირველად, ამდენი ხნის მანძილზე, როგორ შენიშნეს გრენიუი რომ არსებობს, რომ ისიც ისეთივე ადანმიანია როგორც თითოეული ჩვენგანი და თითქოს გიხარია, რომ შეძლო მან დასახული მიზნის მიღწევა. გრენუი იმარჯვებს საკუთარ თავზე, მას უკვე აღარ სჭირდება ადამიანებისგან შორს, უდაბნოში გადაკარგვა (ეს ერთხელ უკვე გააკეთა).

უნდა გამოგიტყდეთ, რომ წიგნის წაკითხვის დასრულების შემდეგ ჩემი ქცევა უჩვეულო იყო. წიგნი დავხურე, ცხვირთან საოცრად ახლოს მივიტანე და დავყნოსე. უჩვეულო სურნელი ჰქონდა, დაახლოებით ისეთი, გრენუის ახალ გამოგონებას რომ შეედრებოდა. არაა გასაკვირი, კითხვა ახალი დასრულებული მაქვს და ზეგავლენა საკმაოდ ბუნებრივია. ავტორის- ზიუსკინდის- მისაიმ, მოაჯადოვოს მკითხველი, ჩემზე გაჭრა. ქვეცნობიერად მეც თითოეულ საგანს, ადამიანს, გარემოს საკუთარი არომატი იარლიყივით მივაკერე და შესაბამისი ადგილი გამოვუძებნე. ჩემს სამყაროში ყველაფერი თითქოს უფრო მეტყველი და სურნელოვანი გახდა. თუკი ზიუსკინდის ნაწარმოებებს ეკრანიზაციას შევადარებთ, განსხვავებებს აუცილებლად შევნიშნავთ. შეუძლებელია ის რაც წიგნში ამოთხრობილი ამომწურავად ჩადო ფიმში. თუმცა, სცენარი, რეჟისორის მიერ გადაღე თითოეული სცენა, იმდენად ახლოსაა ნაწარმოებთან რომ უკმაყოფილების განცდას არ ტოვებს. შთამბეჭდავია გრენუი, როდესაც თვალებს ხუჭავს და ყნოსვით იკვლევს გზას სამყაროს ლაბირინთებში. ყოველგვარი ფიქრის გარეშე შეუძლია დაასახელოს მის გარშემო არსებული ნივთები რომელიც დაბადებიდან ინდივიდუალური სუნის მიხედვით დაახარისხა საკუთარ გონებაში. ამ შემთხვევაში წიგნში უკეთესად არის აღწერილი რა ხდება გრენუის თავს. წარმოიდგენ მის ტვინში არსებულ უამრავ ხვეულს, რომელშიც სხვადასხვა სუნი ჰყავს გამომწყვდეული. საოცარია იმ წითური გოგონას სახე, რომელიც გრენუის პირველი მსხვერპლია. და, ალბათ, ამიტომ მთელი ეკრანიზაციის მანძილზე გრენუი მის სახეს წარმოიდგენს და მასზე ოცნებობს. თკბება მისი გასაოცარი სურნელით, რომლის მსგავსი ჯერ არავის ჰქონია დედამიწის ზურგზე.

მიზიდავს გრენუის მიზანდასახულობა, მოთმინების უნარი. რამდენ ხანს უსაფრდება და ელოდება თავის მესამე მსხვერპლს, რომელიც ერთხელ ლაბირინთიდან, შემდეგ საძინებლიდან და ა.შ ხელიდან უსხლტება. მთავარი განსხვავება ნაწარმოებსა და მის ეკრანიზაციას შორის, ალბათ, დასასრულია. შეგახსენებთ, რომ ფილმის ბოლოს, გრენუის თვითვკვლელობამდე საოცარი სურათი ეხატება წინ. ჭარმოიდგენს მის ყველა მსხვერპს სიყვარული უსაზღვრო მორევში ჩაძირულს, და განსაკუთრებით ემოციურად საკუთარ პირველ მსხვერპლს იხსენებს, რომეზეც, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საოცრადაა შეყვარებული. დასკვნითი ნაწილიდან ირკვევა რომ გრენუი საკუთარ შეცდომებს, დანაშაულს ნანობს და საკუთარ თავს ვერ პატიობს მათ სიკვდილს. სწორედ დანაშაულის გრძნობა აიძულებს მას თავი მოიკლას. მაგრამ, ეს განცდა მხოლოდ ფილმის ფინალის შემდეგ დამეუფლა. წიგნში პირიქით აღვიქვი. მისი თვითმკვლელობა სინანულს კი არა, პიროვნულ უსუსურობას უკავშირდება. გრენუი ვერ ეგუება იმას იმას, რომ საკუთარი იდენტობის, პიროვნების შექმნა თავად, ხელოვნურად მოუწია, და რომ ამ ხელოვნურობის გარეშე ადამიანად ვერ ჩამოყალიბლდა და ადგილი ვერ დაიმკვიდრა საზოგადოებაში.

Advertisement

2 Comments (+add yours?)

  1. ჯორჯ პაიკი
    Dec 29, 2009 @ 18:17:36

    საინტერესო პოსტია. ადრე მეც დავწერე მაგ წიგნზე. შენი პოსტის მერე სხვა მხრიდან შევხედე პარფიუმერის ისტორიას.

    Reply

    • myfreespaceblog
      Dec 30, 2009 @ 08:37:12

      ძალიან მიხარია და დიდი მადლობა რომ წაიკითხე :) :) :) :)

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.