ერევა…არ ერევა…
19 Mar 2010 Leave a Comment
რომ ვთქვა არ ერევა-მეთქი, დარწმუნებული ვარ არავინ დამიჯერებს…(ბიზნესს ვგულისხმობ)
ერევა საოცრად, ყოველ წუთს და თუ არ ერევა მე ვფიქრბ როგორ ჩავრიო…
მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი შეხება არ მაქვს ბიზნესთან და, პიქირით, ჩვენ ორს საერთო მაინც ბევრი გვაქვს.
დილით ადრე ვდგები და ელექტროენერგიას მოვიხმარ, წყალს ვუშვებ და ჩაიდანს ვადუღებ… რამდენიმე წუთში აღმოჩნდება, რომ სამივე მათგანის მრიცხველზე ციფრების ზრდა შიენიშნება. გადასახადი ჩემს ინტერესებში არ შედის და მშობლები უმკლავდებიან მას. თუმცა, თვის ბოლოს ქვითრებზე აღნიშნული თანხა მაშფოთებს და ქვეცნობიერად ეკონომიისკენ მოვუწდებ საკუთარ თავს. აი, ამ სფერომ ეკონომიურობა მასწავლა.
სახლიდან გავდივარ და 5 ევროს დახურდავება მინდა. ლარის მერყევი კურსი ევროსთან მიმართებაში მაღიზიანებს. მაინცდამაინც ახლა არის დაბალი მაჩვენებელი, არადა ბულგარეთში რომ მივდიოდი ევროს საყიდლად 2,47 ლარი გადავიხადე. ახლა კი შემორჩენილი 5 ევროიანი 2. 32 უნდა გადავცვალო ლარზე. ჩემი გამოანგარიშებული ერთი ლარი თითქოს არაფერია, მაგრამ მაინც სხვაობაა. კიდევ ერთი ლარის დანაკლისი ერთი დღის ბიუჯეტიდან.
სტუდენტობასთან ერთად მოვიდა საკუთარი ბიუჯეტის შევსევბაზე ფიქრი.
მგზავრობის ღირებულების 40 თეთრიდან 20 თეთრამდე შემცირებისას მატება შეინიშნა ჩემს დანაზოგშიც. თუმცა დიდხანს არ შენარჩუნებულა მიღებული შედეგი. უბილეთოდ მგზავრობისას დაწესებულმა 15 ლარიანმა ჯარიმამ ხაზინა დამიცარიელა. საბედნიეროდ, ახლა მხოლოდ 5 ლარის გამეტება მიწევს ამისთვის, ისიც ძალიან იშვიათად.
ამას მოყვა შაქარზე ფასის მომატება და რომელმაც პირდაპირპროპორციულად იმოქმედა ჩემს ჩაიზე. 3ის ნაცვლად 2 კოვზი. ახლა უფრო ძვირი ღირს და იმიტომ. მალე გაიაფდება.
სამსახურიდან სახლში წასასვლელად (იმ შემთხვევაში თუ ძალიან გვიანია) ტაქსის ვიძახებ. 5 ლარი საკმარისი იყო სახლში უსაფრთხოდ და მშვიდად მივსულიყავი. ბენზინის ფასის მატებამ იძულებული გამხადა ამ სიამოვნებაში გადავიხადო 8 ლარი.
შეუძლებელია არ აღინიშნოს სატელეფონო მომსახურების გადასახადი, რომელიც, ალბათ, თითოეული ადამიანის და განსაკუთრებულად ახალგაზრდების ჯიბის ფულის მტერია. რომ არა სტუდენტური ტარიფები, საგაზაფხულო და სხვა აქციები, რომლის შედეგადაც მეტ საუბარში ნაკლებ თანხას იხდი, გავკოტრდებოდი.
Advertisement
