და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რე­ბი

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის შე­სა­ხებ მხო­ლოდ გად­მო­ცე­მით ვი­ცო­დი. სა­კუ­თა­რი თვა­ლით პირ­ვე­ლად ვნა­ხე და მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით დავ­ბ­რუნ­დი.

“Go Group Media”-ს ორ­გა­ნი­ზე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ნი­ნოწ­მინ­დის, ახალ­ქა­ლა­ქი­სა და ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნე­ბი მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ. ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა, რომ­ლე­ბიც ჩვენს ვი­ზი­ტამ­დე 10 დღით ად­რეც კი იყო შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი (საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს­თან, რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლებ­თან და მათ მო­ად­გი­ლე­ებ­თან), ჩა­ი­შა­ლა – მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბით: დის ქორ­წი­ლი, ნა­თე­სა­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, სას­წ­რა­ფოდ თბი­ლის­ში “რო­მე­ლი­ღაც” სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­მო­ძა­ხე­ბა. თუმ­ცა ქა­ლა­ქის ყვე­ლა ჩი­ნოს­ნის მან­ქა­ნა უწყე­ბე­ბის წინ იდ­გა. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი ერ­თი მი­ზე­ზი მო­მე­წო­ნა. ახალ­ქა­ლა­ქის გამ­გე­ბელ­მა ნა­ი­რი ირი­ჩი­ან­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გან­გ­ვიცხა­და, რომ რა­ი­ონ­ში მას არ და­ვუ­პა­ტი­ჟე­ბი­ვართ. თბი­ლი­სი­დან ჩა­სუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი “და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რე­ბი” აღ­მოვ­ჩ­ნ­დით. ირი­ჩი­ან­მა ერ­თი “სა­სარ­გებ­ლო” რჩე­ვაც მოგ­ვ­ცა – თუ რა­მე გა­ინ­ტე­რე­სებთ, ჩვენს სა­იტს ეწ­ვი­ე­თო. “და­უ­პა­ტი­ჟე­ბელ­მა სტუმ­რებ­მა” ვებ­გ­ვერ­დის ქექ­ვას მო­სახ­ლე­ო­ბას­თან გა­სა­უბ­რე­ბა ვამ­ჯო­ბი­ნეთ.

შეხ­ვედ­რე­ბი ნი­ნოწ­მინ­დის სა­თე­მო ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ცენ­ტ­რი­დან და­ვიწყეთ. აქ რუ­სუ­ლი სკო­ლის პე­და­გო­გებს, ბა­ღის მას­წავ­ლებ­ლებ­სა და ად­გი­ლობ­რივ ჟურ­ნა­ლის­ტებს ვე­სა­უბ­რეთ.

პირ­ვე­ლი თე­მა კი, რა თქმა უნ­და, ახალ­გახ­ს­ნი­ლი გზა იყო. რად­გან იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­რო სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტის თბი­ლის­ში ექ­ს­პორ­ტია, ეს გზა ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის ნახ­ვის წი­ნა­პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენს. თბი­ლის­თან შე­და­რე­ბით ნი­ნოწ­მინ­და­ში თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი ძვი­რია და ად­გი­ლობ­რი­ვებს დე­და­ქა­ლა­ქის სტუმ­რო­ბა არ­ც­თუ იშ­ვი­ა­თად უწევთ. მა­გა­ლი­თად, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი (იგი ჩვენ­თან შეხ­ვედ­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და) კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს ხში­რი სტუ­მა­რია, რუ­სუ­ლი სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი დე­და­ქა­ლაქ­ში სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინ­გებს ეს­წ­რე­ბა, ახალ­გ­ზარ­დე­ბი კი, უბ­რა­ლოდ, დიდ ქა­ლაქ­ში მჩქე­ფა­რე ცხოვ­რე­ბის­კენ ის­წ­რაფ­ვი­ან. ერ­თი ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ცენ­ტ­რი და კულ­ტუ­რის სახ­ლი, სა­დაც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად თუ და­იდ­გ­მე­ბა სპეკ­ტაკ­ლი სომ­ხურ ენა­ზე – ეს არის ნი­ნოწ­მინ­დის გა­სარ­თო­ბი. “ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, დის­კო­თე­კე­ბი და მსგავ­სი რამ ჩვენს ქა­ლაქ­ში არ არ­სე­ბობს. რომც არ­სე­ბობ­დეს, აქა­უ­რი მა­ინც არა­ვინ ივ­ლის. თუ მი­ვა, მხო­ლოდ სხვის სა­ყუ­რებ­ლად,” – გან­გ­ვიცხა­და ერთ-ერ­თ­მა ად­გი­ლობ­რივ­მა.

სა­ღა­მოს 21:00 სა­ათ­ზე ქუ­ჩა­ში ხალ­ხი უკ­ვე კან­ტი­კუნ­ტად და­დის. ასე­თი მდო­რე ცხოვ­რე­ბის გა­მო ახალ­გაზ­რ­დე­ბის მხო­ლოდ 30 პრო­ცენ­ტი თუ რჩე­ბა ად­გილ­ზე. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ისი­ნი სას­წავ­ლებ­ლად თუ სა­მუ­შა­ოდ ძი­რი­თა­დად ერე­ვან­ში მი­დი­ან.

არა­ნა­ი­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტი – ქა­ლაქ­ში მხო­ლოდ მან­ქა­ნით ან ფე­ხით შე­იძ­ლე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა. თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბა გან­მარ­ტავს, რომ ნი­ნოწ­მინ­და საკ­მა­ოდ პა­ტა­რაა და უტ­რან­ს­პორ­ტო­ბის ფაქ­ტო­რი დი­დად შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი არ არის. დე­და­ქა­ლა­ქის­კენ დღე­ში ორი “მარ­შუტ­კა” გა­დის. ახალ­ქა­ლაქ­ში მოხ­ვედ­რაც უპ­რობ­ლე­მოდ შე­გიძ­ლია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ყო­ველ დი­ლით, 8:00 სა­ათ­ზე, სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სი მოძ­რა­ობს. თუ­კი გა­დაგ­ვი­ან­და და თან ჯი­ბე­ში 3 ლა­რიც გი­დევს, მა­შინ ნერ­ვი­უ­ლო­ბად არ ღირს – შე­გიძ­ლია, ტაქ­სი­თაც იმ­გ­ზავ­რო, თა­ნაც ნე­მის­მი­ერ დროს არის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი.

სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს, სა­სა­მარ­თ­ლოს და პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბე­ბამ­დე მი­სას­ვ­ლე­ლად ტრან­ს­პორ­ტი არ გჭირ­დე­ბა. ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც, ძი­რი­თა­დად, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბაა და­საქ­მე­ბუ­ლი (გა­მო­ნაკ­ლი­სია სა­სა­მარ­თ­ლო, აქ პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თ­ლე ახალ­ცი­ხი­დან ჩა­მო­დის), შე­უ­ფერ­ხებ­ლად მუ­შა­ო­ბენ. ქა­ლაქ­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რეა. მო­სახ­ლე­ო­ბა გან­გ­ვი­მარ­ტავს, რომ ქურ­დო­ბა, ყა­ჩა­ღო­ბა და სხვა და­ნა­შა­უ­ლი იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა და, მა­თი­ვე თქმით, ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი მათ არა აქვთ. მა­თი პრობ­ლე­მა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა. თი­თო­ე­უ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­თან­ხ­მ­დე­ბო­და “კა­ბი­ნე­ტურ” სა­მუ­შა­ოს, თუმ­ცა ამის ნაც­ვ­ლად მი­წა­ზე მძი­მე შრო­მა უწევთ.

სა­მა­გი­ე­როდ სახ­ნავ-სა­თე­სად გან­კუთ­ვ­ნი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­წის მო­ძი­ე­ბა საკ­მა­ოდ ჭირს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მი­წის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბაა. მა­გა­ლი­თად, კა­ხე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი გლე­ხე­ბი სა­კუ­თა­რი ცხვრე­ბის­თ­ვის სა­ძოვ­რებს ყი­დუ­ლო­ბენ. ნი­ნოწ­მინ­დე­ლე­ბი კი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, იჯა­რით აიღონ მი­წა და სა­ხელ­მ­წი­ფოს წე­ლი­წად­ში ერთ ჰექ­ტარ­ზე 26-27 ლა­რი უხა­დონ.
ვაჭ­რო­ბის სა­კითხიც პრობ­ლე­მუ­რია. ძვე­ლი ბაზ­რის ტე­რი­ტო­რია ამ ეტაპ­ზე დაც­ლი­ლია და მო­სახ­ლე­ო­ბამ არ იცის, ეს ად­გი­ლი ვინ­მეს სა­კუთ­რე­ბა­შია თუ არა. ამის გა­გე­ბა ვერც ჩვენ შევ­ძე­ლით, ვი­ნა­ი­დან ჩვენ­თან შეხ­ვედ­რა, რო­გორც ზე­მოთ ვახ­სე­ნე, არც ერ­თ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა არ ისურ­ვა. პრო­დუქ­ტე­ბი გა­სა­ყი­დად კარ­და­კარ სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნე­ბით და­აქვთ ან სახ­ლის წინ გა­მო­აქვთ. ვაჭ­რო­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ნი­ნოწ­მინ­და­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლია მა­ნუ­ფაქ­ტუ­რა. ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­კერ­ვა­ლო ქარ­ხა­ნა Aramani თურ­ქე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი ქსო­ვი­ლით ჯინ­სებს აწარ­მო­ებს და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ყვე­ლა რა­ი­ონ­ში ავ­რ­ცე­ლებს. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი Aramani -ის ჯინ­სის შარ­ვ­ლებ­სა და ქვე­და­ბო­ლო­ებს თბი­ლი­სის ბაზ­რო­ბა­ზეც ვი­ხი­ლავთ. კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა არამ სამ­სო­ი­ან­მა გვითხ­რა, რომ მის კომ­პა­ნი­ას არა­ერ­თი ტენ­დე­რი აქვს მო­გე­ბუ­ლი, ამ­ჟა­მად კი დაც­ვის პო­ლი­ცი­ას ფორ­მე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ვი­ზი­ტის პირ­ვე­ლი დღე ნი­ნოწ­მინ­დის ტე­ლე­ვი­ზია “ფა­რა­ვან­ში” სტუმ­რო­ბით და­ვას­რუ­ლეთ. «ფა­რა­ვა­ნი» დღე­ში 7 სა­ათს მა­უწყებ­ლობს, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის­თ­ვის კი მხო­ლოდ 3-4 სი­უ­ჟე­ტი მზად­დე­ბა.

მე­ო­რე დღის მო­ლო­დი­ნი უფ­რო და უფ­რო მძაფ­რ­დე­ბა. ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნი სო­ფე­ლი სამ­სა­რი – 2250 მეტ­რი ზღვის დო­ნი­დან. ეს ჩვე­ნი მომ­დევ­ნო გა­ჩე­რე­ბაა.

ამ სო­ფელ­ში წლის პირ­ველ­მა თოვ­ლ­მა კვა­ლი უკ­ვე და­ტო­ვა, თუმ­ცა ნო­ემ­ბ­რის მი­წუ­რუ­ლი მა­ინც თბი­ლი და მზი­ა­ნი იყო. შეხ­ვედ­რაც ასე­თი­ვე თბი­ლი გა­მოდ­გა. ჩვე­ნი სტუმ­რო­ბის შე­სა­ხებ სო­ფელ­ში ხმა უცებ გა­ვარ­და. რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლე­ბი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, აქ არა­ვინ დაგ­ვ­მალ­ვია. მო­ვი­ა­რეთ 200-კომ­ლი­ა­ნი და­სახ­ლე­ბა, ვნა­ხეთ სკო­ლის შე­ნო­ბა, რო­მელ­შიც, და­ახ­ლო­ე­ბით, 70 ბავ­შ­ვი სწავ­ლობს (უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ისი­ნი საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­დან ოდ­ნავ მო­შო­რე­ბით ახალ შე­ნო­ბა­ში გა­დავ­ლენ). 2003 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს. ბავ­შ­ვე­ბი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას, ასე­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ას სწავ­ლო­ბენ. უმე­ტე­სო­ბამ ქარ­თუ­ლი წე­რა-კითხ­ვა იცის, თუმ­ცა ლა­პა­რა­კი უჭირთ. ყვე­ლა ოჯახ­ში სომ­ხუ­რად ან რუ­სუ­ლად სა­უბ­რო­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად ქარ­თულს ნაკ­ლე­ბად იყე­ნე­ბენ. ქარ­თულ არ­ხებ­ზე კი წარ­მოდ­გე­ნაც არა აქვთ.

სამ­სარ­ში ყვე­ლა ერ­თ­ნა­ირ საქ­მეს მის­დევს – მი­წათ­მოქ­მე­დე­ბას და მეცხო­ვე­ლე­ო­ბას. აქ ნაღ­დი ფუ­ლით თით­ქ­მის არა­ვინ ვაჭ­რობს – “გა­დამ­ყიდ­ვე­ლებ­თან” ნე­ბის­მი­ერ სა­ქო­ნელს კარ­ტო­ფილ­ზე, კა­რა­ლი­ოკ­ზე და სხვა პრო­დუქ­ტ­ზე ცვლი­ან. ერ­თ­მა­ნეთ­შიც აღებ-მი­ცე­მო­ბა ნაღ­დი პრო­დუქ­ტით მი­დის. მო­სავ­ლის გა­სა­ყი­დად ახალ­ქა­ლა­ქის ბა­ზარ­ში არას­დ­როს ჩა­დი­ან. იქ ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს და ძა­ლი­ა­ნაც რომ გვინ­დო­დეს, სოფ­ლი­დან ჩა­სუ­ლებს არა­ვინ შეგ­ვიშ­ვებს, – აცხა­დე­ბენ გლე­ხე­ბი. ამ ყვე­ლა­ფერს ზამ­თარ­ში უამინ­დო­ბა, ქა­ლა­ქი­დან 30-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი და­შო­რე­ბა, უგ­ზო­ო­ბა და ფი­ნან­სუ­რი სი­დუხ­ჭი­რე ერ­თ­ვის.

იქა­უ­რე­ბის პრობ­ლე­მებს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­ვე­ცა­ნით და იმით და­ვეხ­მა­რეთ, რომ მათ შე­სა­ხებ მო­გი­ყე­ვით. ჩემ­სა­ვით ბევ­რი ალ­ბათ პირ­ვე­ლად გა­ი­გებს, რომ ახალ­ქა­ლა­ქი­დან ასე მო­შო­რე­ბით ხალ­ხი მთის ძირ­ში ცხოვ­რობს.

მოგ­ზა­უ­რო­ბის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი სამ­სარ­ში სტუმ­რო­ბით დას­რულ­და.

შემ­დეგ­ში ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მცხოვ­რებ მაჰ­მა­დი­ან მეს­ხებ­ზე გი­ამ­ბობთ.

მაგ­და ლე­კი­აშ­ვი­ლი

Advertisement

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.