Some changes…
25 Oct 2009 2 Comments
გერივით მიგდებული საკუთარი ბლოგი მარტო მაშინ კი არ უნდა გაიხსენო, როცა კვირა დღეა, სამსახურში ხარ, news –ები არ მოდის და ვერც თამაშებს აინსტალირებ კომპიუტერში გასართობად. უნდა მოინახულო და ახალი პოსტებით შეამკო მაშინ, როცა თავს ბედნიერად გრძნობ, უგემრიელესი საჭმელი გაქვს სახლში დესერტით, ან საყვარელი ბიჭის გვერდით ზღვის ნაპირზე ვარსკვლავების ,,მზერით” და ფერებით ტკბები… როცა არ ლაპარაკობ პოლიტიკაზე და პატრიარქის გასაშარჟებელი ვიდეო რგოლების კეთებით არ ხარ (ან ხარ ) დაკავებული. Stop! Stop! Stop! გავუტიე… ისევ ჩემს ბლოგს მივხედო…

ბევრი რამ ხდება… მუშაობა დავიწყე ,,24 საათში”, ახალ ამბებზე ვმუშაობ და ძალიან მომწონს. დავქრივარ აქეთ-იქით საქმიანი იმიჯით, გზაში თუ ვინმე მირეკავს ხმამაღლა ვეუბნები (ყველამ ხომ უნდა გაიგოს
) სამსახურიდან გამაგზავნეს და მერე ისევ სამსახურში უნდა დავბრუნდე-მეთქი. პირველი ხელფასიც ავიღე და ჯერ კიდევ სახლში მაქვს, მენანება დასახარჯად
.
სახლში წასვლის წინ დედიკოს ვურეკავ, დაღლილი მოვდივარ და საჭმელი დამახვედრე-თქო. (რომც არ ვიყო დაღლილი მაინ ცასე ვამბობ, მერე თავზე მევლებვიან ხოლმე და…
). ლექციებს და ინგლისურის გაკვეთილებს თუ არ ჩავთვლით, დრო სხვა რამისთვის ახლა უკვე იშვიათად მრჩება.
გული რაზეც მწყდება ისაა, რომ უკვე ყველა მენატრება, მეგობრები, ნათესავები, რომლებსაც ადრე ხშირად ვნახულობდი და ახლა იშვიათად თუ ვრეკავ.
გადავეჩვიე ტირილს, ისეთი მგრძნობიარე აღარ ვარ. ისე აღარ მაწუხებს ადამიანების ბოროტება როგორც ამას ადრე განვიცდიდი. ისევ მიყვარს ცეკვა და ამით ყოველ ღამე ვახალისებ ოჯახის წევრებს. ხშირად ვეღარ ვუკრავ პიანინოზე, მაგრამ პოეზიით ყოველ დღე ვტკბები…( ჩემი ჰობიც, ახალ-ახალი ლექსების სწავლა, კვლავ ,,ძალაშია”
). მოვუხშირე მაღალ ქუსლებზე სიარულს და თმაც შევიღებე. მაკიაჟის გაკეთება ძირითადად მეზარება, მაგრამ, მაინც ვიპრანჭები. კონკრეტული სამიზნე ობიექტი არ მყავს. თუმცა მყავს თაყვანისმცემელი სოფლიდან, რომელიც თითქმის ყოველ დღე მირეკავს მხოლოდ იმიტომ რომ მკითხოს რა ხდება ახალი და დამაიმედოს, რომ როდესაც ჩამოვა თბილისში ჩემს უსაყვარლეს მზესუმზირის თავთავებს ჩამომიტანს.

კანონდარღვევა ტკივილის ფონზე………
25 Sep 2009 4 Comments
თუ ერთი ფეხი დამიცდა….. მერე მთელი დღე პურის გრძელ რიგში მდგომი ადანიანებივით ემატება ერთი უბედურება მეორეს. ზოგიერთი ქართული ანდაზა ნერვებს კი მიშლის, მაგრამ ერთი ამიცხადდა: თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო…. და მეც მივოპე ერთ თვიანი ძიების შედეგად ჩემი კატა…მაგრამ ამაზე ონდავ ქვემოთ მოგიყვებით, მანამდე კი ისევ ჩემს სხეულის დაზიანებაზე გიამბობთ…. არადა სულ ვფიქრობ რომ არც ისე დიდი ცხვირი მაქვს, რომ რაც კი რამ დაფრინავს, ან თუ არ დაფრინავს, მოძრაობს მაინც, ყველაფერი მე მომხვდეს…

ჭავჭავაძის უნივერსტეტიდან გამოვდიოდი და შლაგბაუმი პირდაპირ ცხვირში მომხვდა… (კიდევ ეს მინდოდა )…. უნდა დავაზღვიო ჩემი ცხვირი…კარგი იდეაა, საწყალი სულ ასე ეხვევა შარში. სულ ცოტა ხნის წინ, როცა ჯერ კიდევ პიანისტად ვიწოდებოდი, ხელების დაზღვევა მქონდა გადაწყვეტილი. ცხვირის მსგავსად, ხან კარადაში მრჩებოდა (გამოწევა მავიწყდებოდა), ხან დახუჭობანას თამაშის დროს ძირს გაწოლილს ფეხს მაბიჯებდნენ…. ერთხელ ხელის ცერი ისე დავიზიანე…ფეხი დამაბიჯეს …
მერე დროებით მაინც შევეშვი ასეთ თამაშებს და გადავარჩინე ჩემი ხელები განადგურებას. მაგრამ ცხვირის გადარჩენისთვის არც ერთი იდეა არ მებადება. ალბათ ხრახნებზე რომ იყოს, საშიშ ზონაში შესვლისას მოვიხსნიდი და ჯიბეში ჩავიდებდი….
მარტო ეს რომ იყოს კიდევ რა მიჭირს…ჩემს კატზე გიამბობთ…კატაზე რომელიც ადრე ყვითელი იყო, მერე ფერი იცვალა და აჭრელდა…ისე რომ არავის ეცნო…. დიახ, დიახ, ჩემი კატა ყვითელი ავტობუსის კონტროლიორი აღმოჩნდა. დიდხანს ვთხარე, ვთხარე და ღრმაღელის მერტოსთან არ აღმოვაჩინე ?!
მოკლედ დღეს დამაჯარიმეს, ბილეთი არ მქონდა და გამომიწერეს 15 ლარს + 1 (ლარი ბანკის მომსახურების) ჯარიმა. თან ერთ თვეში იურისტთან უნდა გამოვცხადდე და იქ განიხილავენ მომიწევს თუ არა ფულის გადახდა. ცოტა გავამხიარულე ჩემი კისკისით მერე უხმოდ გამოვართვი ოქმი და ჩანთაში ჩავკუჭე… ისე რომ სახლში არ იპოვონ…თან გავაფრთხილე კონტროლიორი რამე დებილური წერილი არ გამომიგზავნოთ სახლში-მეთქი…კეთილი ბიჭი იყო… ისევ ავტობუსში ამიყვანა, რახან ასეთი მხიარული გოგო ხარ ხელსაც ჩამოგართმევო …ბილეთი ამიღო და გამომისტუმრა…
ყველას, ვინც მიცნობს….დღეიდან სამართალდამღვევთან გაქვთ ერთიერთობა….
ძალიან დაგვიანებული პოსტი…
16 Sep 2009 Leave a Comment
სოფელში ჩასვლისას ფიქრი დასვენებაზე პირველივე დღეს ჩაბარდა წარსულს. ორღობეში (ასე ჰქვია ჩვენთან, კახეთში, შესახვევს) შესვლისთანავე პოლიტიკის სუნი იყო. ბებიაჩემი მეზობლის ქალთან ერთად ხელჩართულად ომობდა და ძლივს მივიპყარი ყურადღება. შესვენება რამდენიმე წუთს გაგრძელდა, სანამ ჩამეხუტა, მეფერა და საჩუქრები მაჩვენა. მერე რინგმა ჩემს ეზოში გადმოინაცვლა. დებატები პოლიტიკაზე მეორე რაუნდს მიუახლოვდა.
გაგაცნობთ დავის საგანს. საქართველოს დიადი, ნათელი მომავალი იხილებოდა სამსჯავროზე. ბებიაჩემი სააკაშვილს იცავდა. უხარია პენსია რომ გაუზარდა და სახლიდან ლამფა რომ გადააგდო. ღამითაც თავისუფლად გადის გარეთ. მეზობლის ქალი გაზეთებს აფრიალებს და ნოდარ ნათაძის, წეშმარიტი ჟიგარი (ეს სიტყვა იქაც მოდაშია) ქართველის წერილს ხმამაღლა და გამოთქმით კითხულობდა. რა ქნას, უყვარს ნათაძე, თავისი ასაკისაა, ალბათ აზროვნებისაც. ეჰ როგორ მოუხდებოდა საქართველოს პრეზიდენტობა
გაგეძელება რელიგიაზე…
23 Jul 2009 Leave a Comment
ეს კი ისევ ჩანახატია რელიგიის თემაზე. ბევრს არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ მას პოლიტიკაზე შეუძლია გავლენის მოხდენა. აჯობებს თუ მოუსმენთ ჩემს მომზადებულ მასალას. თემაზე ბასილ კობახიძე საუბრობს…
ასეთები ვერთ…
22 Jul 2009 3 Comments
არ ვიცი რას უნდა დავაბრალოთ ის, რომ დღეს კიდევ მრავლად არის ამა თუ იმ თემისადმი შიში…მაგალითად როცა საქმე რელიგიას ეხება, ყველა დუმს…ან ,,შინაურ პონტში” საუბრობენ…არავინ ახმოვანებს იმას, რომ ირბევა გამოფენები, სპეკტაკლები აღარ იდგმება თეატრში (რა თქმა უნდა რელიგიურ თემებზე). მე ვესაუბრე მხატვარს, გიორგი კევლიშვილს, რომელიც მომსწრე იყო იმ გამოფენის დარბევისა, სადაც წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი სტუდენტის უხამსი და საზოგადოებისთვის მიუღებელი ნამუშევარი. წაიკითხეთ მასალა რომელსაც ვდებ
გიორგი კევლიშვილი
სტუდენტური გამოფენაში, რომელიც დაარბიეს, მე მონაწილეობა არ მიმიღია. მხოლოდ მას შემდეგ ჩავერთე პროცესში, როდესაც სტუდენტებმა დამირეკეს და მომხრდარის შესახებ მაცნობეს. საქმე ეხებოდა ერთ-ერთი სტუდენტის ნამუშევრის ჩამოხევას. ეს არის კომპოზიცია, რომლიც ორ ნაწილად იყოფა, ერთ-ერთ ნაწილზე, მარჯვნივ, მამაკაცია ერეგირებული ფალუსით გამოსახული, რომელსაც თავზე ჰქონდა ეკლის გვირგვინი ჰქონდა.

ინცინდენტის შემდეგ თვითონ სტუდენტებმა მიმართეს აკადემიის ადმინისტრაციას და ომბუცმენს. მოითხოვეს ამ შემთხვევაზე რეაგირება. ჩვენც მივმართეთ, ასევე, ადმინისტრაციას, რომ ეს შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩენილიყო, ვინაიდან ჩვენც ვგეგმავდით გამოფენას. ჩვენს გამოფენაზეც შეიძლება განმეორებულიყო მსგავსი ინცინდენტი, საჭირო იყო ზომების მიღება, დავუშვათ დაცვის დასწრება გამოფენაზე, ამ ინცინდენტში მონაწილე სტუდენტებისათვის პასუხის მოთხოვნა, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, რაც განაპირობებს ზოგადად ასეთი ინცინდენტების სიმრევლეს ბოლო დროს ჩვენში არის ის, რომ არავინ არ დასჯილა ამ ქმედების გამო, და ეს ერთგვარად კარგ ტონადაც კი ითვლება, თითქოს მართლმადიდებლობას იცავ. ეს იმათ რომ ჰკითხო, თუმცა ცხადია არც სახელმწიფოს და არც რელიგიის ინტერესებში არ შედის ძალადობა, არანაირი ფორმით. More
მოერიდეთ უსაფუძვლო ღელვას, არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას…
12 Jul 2009 2 Comments
მომინდა გავფრენილიყავი…
რამდენიმე წამის შემდეგ საქართველოსგან ძალიან შორს…
სადმე უცხო ქვეყანაში აღმოვჩენილიყავი…რატომ? არა იმიტომ , რომ საქართველო მომბეზრდა და აქ აუტანელი ცხოვრებაა. არა….მხოლოდ იმიტომ, რომ… 
წარმოიდგინეთ რა სასიამოვნოა ათობით ადამიანი (ახლობლები, მერგობრები, ნათესავები) შეკრებილი შენს გასაცილებლად. ყველა გეფერება, გიღიმის, დაკვირვებული თვალები წყლიან გამოხედვასაც მიაკარებს გულის სიღრმეს. და ამ დროს ხვდები, რომ ადამიანებს ენანები, არ ემეტები წასასვლელად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უყვარხარ… ამისთვის ნამდვილად ღირს რომ წახვიდე, თუნდაც იმიტომ, რომ ,,მივდივარ რადგან კვლავ მინდა რომ ვიყოთ ერთად, გშორდები რადგან მომენატრა შეხვედრა შენთან”. მოგენატრება ყველაფერი, წვიმიანი ღამე შენს გაცილებას რომ ეძღვნებოდა, მლაშე ცრემლებიც მოგენატრრება და თვალებიც, რომელსაც სულ გინდა რომ დაუსრულებლად უყურო, ტუჩებიც სულ რომ კოცნა გინდა…ეს მონატრებაც მოგენატრება. საოცარია არა, საოცარია მონატრება.
ვიცი გაგიჭირდება განშორება, მაგრამ კვლავ შეხვედრის სიამოვნება რომ იგრძნო, ასეა საჭირო. რაღაცას უძლებ, რაღაცას ელევი. არაუშავს- ეს ხომ დროებითია. თან ისიც ხომ გაიგე რამდენ ადამიანს უყვარხარ..
- და ამას გაგება სჭირდებოდა?
მაგრამ გულში მაინც ფიქრობ: რომ წავიდე და ჩემზე ფიქრები თვითმფრინვის აფრენასთან ერთად ცაში მიმოიფანტოს?
_ არა, რატომ?
_ მართალს ვამბობ…
_ მე ეს არ მჯერა და არც შენი ნათქვამი სიტყვაა სანდო…გახსოვს რომ ამბობდი არ მჯერა სიყვარულისო? რომ მეუბნები არ ფიქრობ იმას რომ მიყვარხარ???? ძლივს გიპოვე და როგორ დაგკარგო? თუმცა მართლა ხარ ღირსი იმისა კაცმა დაგტოვოს ამას რომ ამბობ…მაგრამ ამდენი ძებნით დაღლილმა, ძლივს გიპოვე და როგორ დაგკარგო?
და საერთოდ , აი ნახავ რომ წავალ როგორ მოგენატრები…
იცი რა მინდა ვნახო? როგორ ტირი როცა გენატრები. და იცი რატომ მინდა ვნახო? შევადარო იქნებ მე უფრო მაგრად მენატრები…
მოერიდეთ უსაფუძვლო ღელვას, არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას…
მე ჩემი თვალების უფრო მჯერა…
20 Jun 2009 Leave a Comment
იმაში, რომ ცილისწამებამ შესაძლოა ადამიანს ცხოვრება დაუმახინჯოს , არც ადრე მეპარებოდა ეჭვი…შემთხვევამ რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ იქნებ თქვენც დაგაჯეროთ ჩემს აზრში.
არც ისე დიდი ხნის წინ TV იმედის ეთერში გავიდა სიუჟეტი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ღრმაღელეში მცხოვრებ ორ გოგონაზე, რომლებმაც საკუთარი მიზნების განსახორციელებლად გადადგეს თამამი ნაბიჯი და ქუთაისში წავიდნენ. ამის და კიდევ ერთი მიზეზის გამო, კი ისინი სატანისტებად და არატრადიციული ორიენტაციის მქონეებად შერაცხეს (სოფელ სუფსის სკოლის დირექტორმა სადაც ისინი სწავლობდენე წესიერადაც კი ვერ წარმოთქვა ეს სიტყვა(შავ მასალაში), თუმცა ისიც კარგია რომ მნიშვნელობა მაინც იცის ). ლია კვარაცხელიას და ბელა შანავას საქციელმა სოფელში აღშფოთება ვფიქრობ იმიტომ გამოიწვია, რომ გოგონები სავსებით განსხვავდებიან არსებული ახალგაზრდების მოდელისგან.. უსმენენ როკ მუსიკას და იცვამენ ისე, როგორც სურთ… საქართველოში კი მოგეხსენებათ რა კარგადაა განვითარებული მეზობლობის და, საერთოდ, ნათესავობის ინსტიტუტი. უნდა მოიქცე არა ისე, როგორც შენ გინდა, არამედ ისე, რომ შენს მეზობელს არ აწყენინო. როგორც ჩანს ამ გოგონებმა დაარღვიეს არსებული (ჩემი აზრით საზიზღარი) მოდელი და სწორედ ამიტომ დაიმსახურეს საკუთარი სკოლის დირექტორის და მასწავლებლების ,,რისხვა”.
სიუჟეტი მედიასა და სასამართლოზე, რომელზეც მთელმა ჩემმა ჯგუფმა ვიწვალეთ
12 Jun 2009 Leave a Comment
http://allshares.ge/download.php?id=0D367F0D17\
გადმოტვირთეთ, უყურეთ და საინტერესო იქნება თქვენი შენიშვნები :)
წეროვანი დღეს…
12 Jun 2009 1 Comment
იმისთვის, რომ უკეთ გაგვეგო რა ხდება დღეს წეროვანის ახალ დასახლებაში, რა პირობები და სიტუაციაა, გადავწყვიტეთ წავსულიყავით. ახლა კი, გთავაზობთ ფოტო რეპორტაჟს.
,,გზაზე სამი კაცი მიდიოდა”


ეს შესაშვლელში…


წეროვანში თითქმის ყველა იჯახში არის პარატა ბავშვი…



სავაჭრო ობიექტები…



როცა სხვა ყველა ბედნიერია….
06 Jun 2009 1 Comment
მე მისმა სილამაზემ კი არ გამაოცა, არამედ მის თვალებში ჩაღვრილმა უჩვეულო, აქამდე უნახავმა მარტოობამ… მაგრამ ის მაინც სულ იღიმება და სამყაროს იმედის თვალით უყურებს. ამბობს რომ ერთადერთი იმედი ასულდგმულებს. მას სჯერა რომ ადრე თუ გვიან, თუნდაც შიშველი ფეხით დაბრუნდება მშობლიურ სოფელში. დაბრუნდება და მაშინ ყველას გაუზიარებს გულიდან ამოხეთქილ სიხარულს, თვალები უნებურად ცრემლით დაებინდება და ხმამაღლა იყვირებს, იყვირებს, რომ მას საკუთარი მიწა უყვარს… იყვირებს რომ ბედნიერია…

მისი ამბავი ასე დაიწყო, სამხედრო სამსახურში მყოფს 7 აგვისტოს ცხინვალში შესვლა უბრძანეს. იარაღით ხელში ორ პატარა ძმაზე, დასა და დედაზე ფიქრობდა. არ იცოდა სად იყვნენ, და საერთოდ იყვნენ თუ არა ცოცხლები. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს ღმერთმა არ გაწირა და დღეს ისევ ერთად არიან ყველანი. ომის შემდეგ ისინი თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთ-ერთ ბაღში ცხოვრობდნენ. 6 თვის მანძილზე მოსახლეობა შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. სოფელ ქემერტში მათ გადაუწვეს სახლი და ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს. სწორედ იმ დღეს დასრულდა მისთვის ცხოვრების გარკვეული ეტაპი, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა, 24 წლის.

ერთ დღეს გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ უცხო კედლებში იყო, უცხო ადამიანებთან და წარსული მოგენენების ტყვეობაში. ყოველ საღამოს ფიქრობდა საკუთარ მეგობრებზე, რომლებისგანაც ახლა შორსაა, გულში იკლავდა იმ სათქმელს რომელსაც მათ გარდა ვერავის გაუზიარებდა…ასე გახდა მომღიმარი, თუმცა დიდი ტკივილის მატარებელი. არავის აწუხებს საკუთარი ისტორიით, უნდა რომ შეუმჩნეველი იყოს მისი სევდიანი თვალები.
იცის რომ სიყვარული ძალას შემატებს. სიყვარული რომელმაც ერთხელ არ გაუმართლა, თუმცა აუცილებლად იგრძნობს კიდევ ერთხელ, ოღონდ ახლა უკვე გულწრფელად და ღალატის გარეშე.
P.S. წეროვანში ვიყავი

იქ გავიცანი ეს ადამიანი, ვალერი….ძალიან თბილად შემხვდა